რეზონანსი
13.02.2024

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 თებერვალს 11:15-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ჟებოტა, ლელონავი, თეთრახევა, ხაწირი და მიმდებარე სოფლებში; 11:15-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფელ ახალსოფელში; 13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×