რეზონანსი
13.02.2024

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის, ისრაელისთვისა და ტაივანისთვის $95 მილიარდის ოდენობით დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „დემოკრატები" კანონპროექტს მხარს თავიდანვე უჭერდნენ, „რესპუბლიკელთა" აზრები კი გაყოფილი იყო. დოკუმენტს მხარი 70 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 29 იყო. დოკუმენტი ითვალისწინებს 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას კიევისთვის, 10 მილიარდი დოლარის გამოყოფას ისრაელისთვის და ჰუმანიტარული დახმარებისთვის კონფლიქტის ზონებში, მათ შორის ღაზის სექტორში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სენატორებს კანონპროექტის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

თუმცა, მანამდე „რესპუბლიკელების" მიერ კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა კანონპროექტი გააკრიტიკა. ამ ეტაპზე უცნობია, როდის უყრიან მას კენჭს წარმომადგენელთა პალატაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×