რეზონანსი
13.02.2024

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბის ავ­ტო­რო­ბი­თა და ინი­ცი­ა­ტი­ვით პარ­ლა­მენ­ტში "ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტი და­ი­ნი­ცირ­და.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი პარ­ლა­მენ­ტის გა­რე­მოს დაც­ვის კო­მი­ტე­ტია და მას უმ­რავ­ლე­სო­ბის 24 დე­პუ­ტა­ტი აწერს ხელს.

პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტით, ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბი­სა და მათი პო­პუ­ლა­ცი­ე­ბის მარ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე და აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი ინერ­გე­ბა. ამას­თან, ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა მიკ­ვლე­ვა­დო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, პრო­ექ­ტი მათი სა­ვალ­დე­ბუ­ლო იდენ­ტი­ფი­კა­ცია-რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რის შე­მო­ღე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამას­თა­ნა­ვე, კა­ნონპ­რო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა მარ­თვის სფე­რო­ში მოქ­მე­დი სუ­ბი­ექ­ტე­ბი­სათ­ვის: - ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, თავ­შე­სა­ფა­რი, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის დრო­ე­ბი­თი თავ­შე­სა­ფა­რი, ცხო­ველ­თა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტი (სას­ტუმ­რო), სა­შე­ნი, კი­ნო­ლო­გი­უ­რი/ფე­ლი­ნო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და რე­ა­ლი­ზა­ტო­რი - საქ­მი­ა­ნო­ბის სტან­დარ­ტე­ბის დად­გე­ნას.

კა­ნონპ­რო­ექ­ტით წეს­რიგ­დე­ბა ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა: - ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა სას­ტი­კი მო­პყრო­ბი­სა­გან დაც­ვა, ევ­თა­ნა­ზია, მიზ­ნობ­რი­ვი და გეგ­მა­ზო­მი­ე­რი გამ­რავ­ლე­ბა, რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი, სა­არ­სე­ბო გა­რე­მოს სტან­დარ­ტე­ბი.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა და ახა­ლი ტი­პის სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა იგეგ­მე­ბა. მათ შო­რის წეს­დე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის:

ყო­ველ­წლი­უ­რი ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბის, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და სხვა სა­ჭი­რო სამ­კურ­ნა­ლო-პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, რაც გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით;

მი­კედ­ლე­ბუ­ლი ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის ან­ტი­რა­ბი­უ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, რაც გა­მო­იწ­ვევს ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის მიმ­კედ­ლებ­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

იდენ­ტი­ფი­კა­ცია-რე­გის­ტრა­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, რაც გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით;

მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის ჯი­შის ძაღ­ლის იდენ­ტი­ფი­კა­ცია-რე­გის­ტრა­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, რაც გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით;

ნა­რე­ვი (მე­ტი­სი) ჯი­შის ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის (ძაღ­ლი, კატა) სტე­რი­ლი­ზა­ცია/კას­ტრა­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ჯა­რი­მა 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით;

ცხო­ვე­ლის ყო­ლი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლი რა­ო­დე­ნობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, რაც გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით;

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნოს­თვის ხე­ლის შეშ­ლა მი­კედ­ლე­ბუ­ლი ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის სტე­რი­ლი­ზა­ცია/კას­ტრა­ცი­ის, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ან ცოფ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის მიზ­ნით გა­დაყ­ვა­ნი­სას გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით;

მე­პატ­რო­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა სხვა ცხო­ვე­ლის ან ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა, რაც გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის ან მფლო­ბე­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით;

ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის მი­ტო­ვე­ბი­სათ­ვის, რაც გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნე ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 3000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო მე­პატ­რო­ნე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას - 5000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

გარ­და ამი­სა, იგეგ­მე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­მო­ღე­ბა შემ­დე­გი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბი­სათ­ვის: - ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის გა­სე­ირ­ნე­ბის, მგზავ­რო­ბის ან უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის; ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის (ძაღ­ლი, კატა) გამ­რავ­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის; ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ველ­თა მარ­თვის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის.

კერ­ძოდ, პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის შეყ­ვა­ნა ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­ში, აფ­თი­ა­ქებ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, სა­ბავ­შვო და სპორ­ტულ მო­ედ­ნებ­ზე, ასე­ვე იმ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც არის შე­სა­ბა­მი­სი აკ­რძალ­ვის ნი­შა­ნი, გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის ან მფლო­ბე­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 50 ლა­რის ოდე­ნო­ბით;

ძაღ­ლის საბ­ლის ან ალი­კა­პის გა­რე­შე ყოლა ღია სივ­რცე­ში, მათ შო­რის, ბულ­ვარ­ში, პარკში ან სკვერ­ში გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის ან მფლო­ბე­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 150 ლა­რის ოდე­ნო­ბით, მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის ჯი­შის ძაღ­ლის შემ­თხვე­ვა­ში - 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თან (ძაღ­ლი, კატა) ერ­თად მგზავ­რო­ბა მი­წის­ქვე­შა ელექტრო ტრან­სპორ­ტით (მეტ­რო), სა­ბა­გი­რო გა­დაყ­ვა­ნი­სას, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ქა­ლა­ქო რე­გუ­ლა­რუ­ლი სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნი­სას M2 და M3 კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­ბუ­სით და სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო რე­გუ­ლა­რუ­ლი სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნი­სას, ერ­თდრო­უ­ლად მოკ­ლე სა­ბე­ლის და ალი­კა­პის ან სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­დამ­ყვა­ნის (კონ­ტე­ი­ნე­რის, ჩან­თის) გა­რე­შე გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის ან მფლო­ბე­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 150 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის ჯი­შის ძაღ­ლის შემ­თხვე­ვა­ში - 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს სან­ქცი­ებს გამ­რავ­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის.

კერ­ძოდ, თვრა­მეტ თვემ­დე და ან რვა წლის ან მეტი ასა­კის ძაღ­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით;

ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის (ძაღ­ლი, კატა) გამ­რავ­ლე­ბა ცხო­ვე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ჯი­ში­ა­ნო­ბის და გამ­რავ­ლე­ბა­ზე ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ცნო­ბის გა­რე­შე გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით;

ნა­რე­ვი (მე­ტი­სი) ჯი­შის (გარ­და სე­ლექ­ცი­ის შემ­თხვე­ვი­სა) ან არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ან გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ძაღ­ლის ან/და კა­ტის გამ­რავ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით;

ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის (ძაღ­ლი, კატა) გამ­რავ­ლე­ბა "ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­რე­შე გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით;

მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის ჯი­შის ძაღ­ლის გამ­რავ­ლე­ბა დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვით გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 1500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას - 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით;

მთავ­რო­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი პო­ტენ­ცი­უ­რად მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის ჯი­შის ძაღ­ლის იმ­პორ­ტის, გამ­რავ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე აკ­რძალ­ვი­სა და დრო­ე­ბი­თი შე­მოყ­ვა­ნის წე­სის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

გარ­და ამი­სა, პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს სან­ქცი­ებს შემ­დე­გი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბი­სათ­ვის:

ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის ევ­თა­ნა­ზია "ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა შე­სა­ხებ"კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვით გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით;

ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა კერ­ძო თავ­შე­საფ­რის, სა­შე­ნი­სა და ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ი­სა და­რე­გის­ტრა­ცი­ის დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით;

ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, კერ­ძო თავ­შე­საფ­რის, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის დრო­ე­ბი­თი თავ­შე­საფ­რის, დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტის (სას­ტუმ­რო), სა­შე­ნის, კი­ნო­ლო­გი­უ­რი/ფე­ლი­ნო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ან რე­ა­ლი­ზა­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვით გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით;

ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა თავ­შე­საფ­რის, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის დრო­ე­ბი­თი თავ­შე­საფ­რის, დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტის (სას­ტუმ­რო), სა­შე­ნის, კი­ნო­ლო­გი­უ­რი/ფე­ლი­ნო­ლო­გი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ან რე­ა­ლი­ზა­ტო­რის მიერ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნოს­თვის ხე­ლის შეშ­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მო­ნი­ტო­რინ­გი დად­გე­ნი­ლი წე­სით, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×