რეზონანსი
13.02.2024

კი­დევ ერთი ცნო­ბი­ლი და ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი პი­როვ­ნე­ბა გა­მო­აკ­ლდა წუ­თი­სო­ფელს - ჩვე­ნი ხალ­ხის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში იგი "ნატ­ვრის ხის” გმი­რად დარ­ჩე­ბა, - ასე მი­უ­სამ­ძიმ­რა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს -პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ სოსო ჯაჭვლი­ა­ნის ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და გულ­შე­მატ­კივ­რებს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი­სა და რე­ჟი­სო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

რო­გორც პატ­რი­არ­ქის სამ­ძიმ­რის წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, სოსო ჯაჭვლი­ა­ნი სი­კე­თის, სიყ­ვა­რუ­ლის, ერ­თგუ­ლე­ბის და ვაჟ­კა­ცო­ბის მა­გა­ლითს იძ­ლე­ო­და.

"კი­დევ ერთი ცნო­ბი­ლი და ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი პი­როვ­ნე­ბა გა­მო­აკ­ლდა წუ­თი­სო­ფელს. დღეს სოსო (იო­სებ) ჯაჭვლი­ა­ნი ეთხო­ვე­ბა სამ­ზე­ოს და მა­რა­დი­ულ ცხოვ­რე­ბას იწყებს.

მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვალ­მხრი­ვი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბი­სა და სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი­სა, ჩვე­ნი ხალ­ხის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში იგი მა­ინც "ნატ­ვრის ხის” გმი­რად დარ­ჩე­ბა, რად­გა­ნაც თვი­თო­ნაც გე­დი­ას მსგავ­სად, სი­კე­თის, სიყ­ვა­რუ­ლის, ერ­თგუ­ლე­ბის და ვაჟ­კა­ცო­ბის მა­გა­ლითს იძ­ლე­ო­და.

აღ­ვავ­ლენთ ლოც­ვებს მისი უკ­ვდა­ვი სუ­ლი­სათ­ვის, რათა უფალ­მან სა­ვა­ნე­სა მარ­თალ­თა­სა და­ა­წე­სოს იგი, ხოლო თქვენ, - ოჯა­ხის წევ­რებს, ახ­ლობ­ლებ­სა და გულ­შე­მატ­კი­ვართ, - მოგ­მად­ლოთ მშვი­დო­ბა და სოსო-იო­სე­ბის­თვის ლოც­ვის ძალა“,- ნათ­ქვა­მია სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

ცნო­ბილ ქარ­თველ მსა­ხი­ობ­სა და რე­ჟი­სორს, ყო­ფილ დე­პუ­ტატ­სა და მკლავ­ჭი­დის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტი სოსო ჯაჭვლი­ანი დღეს დაკ­რძა­ლს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×