რეზონანსი
07.02.2024

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთი მიწის მასა ჩამოიშალა, ნაპოვნია 3 ადამიანის ცხედარი. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და მძიმე ტექნიკა, ამ დროისთვის 6 ადამიანს ეძებენ, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.

ღამით ჩამოწოლილმა მიწის მასამ 4 სახლი მოიყოლა, სახლებში ჯამში 10 ადამიანი იყო. ერთი პირი დაშავდა, ის ბაღდათის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე 200-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს. მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

"ორი სახლი არის რომელიც იცით ძირითადად მიწასთან გასწორებული, ერთ სახლში არის ოთხი [ადამიანი] მამა და სამი შვილი, მცირეწლოვანი, მეორე სახლში არის სამი, ერთი ამოიყვანეს წაიყვანეს საავადმყოფოში, მაზლია ჩემი, მაზლის შვილი, რძალი და დედამთილი სამივე არიან, ამბობენ, რომ მიცვალებულები არიან სამივე, მაგრამ მე არ მითხრეს", - ამბობს ოჯახის ახლობელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×