რეზონანსი
04.02.2024

იემენელი „ჰუსიტები" ირწმუნებიან, რომ აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს საჰაერო თავდასხმები მათ ვერ შეაკავებთ და რომ ამ თავდასხმებს შესაბამისად უპასუხებენ.

"ეს თავდასხმები ვერ შეაკავებს ჩვენს პოზიციას, მხარი დავუჭიროთ პალესტინელ ხალხს ღაზის სექტორში", - აღნიშნულია „ჰუსიტების" სამხედრო პრესსპიკერის, იაჰია სარის განცხადებაში.

მისი ინფორმაციით, თავდასხმების სამიზნე იყო დედაქალაქი სანა და მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი სხვა ტერიტორიები.

„ეს დარტყმები უპასუხოდ და დასჯის გარეშე არ ჩაივლის", - აცხადებს „ჰუსიტების" პრესსპიკერი.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში „ჰუსიტების" 30-ზე მეტ სამიზნეს 13 ლოკაციაზე დაარტყეს და ეს დარტყმები რამდენიმე სხვა ქვეყნის მხარდაჭერით განახორციელეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×