რეზონანსი
03.02.2024

თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებების სერია გრძელდება - არსებული ინფრომაციით, იოსებ მჭედლიშვილის შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ, კიდევ ერთი პირი , 30 წლამდე ქალი დააკავეს. 

არ არის გამორიცხული, რომ ხვალ ხელბორკილები კიდევ რამდენიმე პირს დაადონ, რადგან ცნობილი ხდება რომ პროკურატურაში დაკითხვების ახალი სერია ხვალიდან განახლდება. 

საინტერესოა, გავა თუ არა გამოძიება გავლენიან პირებზე, რადგან, დაკავებული სოსო მჭედლიშილი ყოფილი ძალოვანია და არსებობს ვარაუდი, რომ თაღლითური სქემის უკან შსს-ს ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე იდგეს.  თუმცა უკვე მეორე დღეა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი განმარტებებს არ აკეთებს.

გამოძიების ინფორმაციით, კომპანიები, სადაც ორი დღის წინ სპეცოპერაცია ჩატარდა, ფიქტიურ პირებზეა გაფორმებული, რეალურად კი მას იოსებ მჭედლიშვილი მართავდა. 

არსებული ინფორმაციით, ყოფილი ძალოვანი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ირაკლი ღარიბაშვილის კახური კლანის წევრის ალექსადრე ჭიკაიძის ნდობით აღჭურილი პირია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×