რეზონანსი
01.02.2024

 ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის, „მოსადის" ხელმძღვანელმა დავიდ ბარნეამ ქვეყნის მთავრობას „ჰამასთან" პოტენციური შეთანხმების მონახაზი წარუდგინა. ამის შესახებ ისრაელური მედია იტყობინება.

გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე ღაზის სექტორში 35-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ „ჰამასი" 35 მძევალს გაათავისუფლებს. მათ შორის იქნებიან ქალები, მოხუცები, ავადმყოფები და დაჭრილები.

მეორე ეტაპზე ჰუმანიტარული პაუზა შეიძლება კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდეს, რა დროსაც გაიმართება მოლაპარაკებები იმ მძევლების გათავისუფლების საკითხზე, რომლებსაც „ჰამასი" ისრაელელ ჯარისკაცებად თვლის.

ისრაელის „მე-12 არხის" ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება მოუწევს ისრაელს ციხეებიდან. კერძოდ, ისრაელს სურს, გაათავისუფლოს მსუბუქი მუხლებით გასამართლებული ბევრი პატიმარი, „ჰამასი" კი უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ პატიმრების გათავისუფლებას, რომლებსაც მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×