რეზონანსი
01.02.2024

 გერმანიაში აეროპორტების თანამშრომელთა ერთდღიანი გაიფცვის გამო ქვეყნის მაშტაბით 1000 რეისი გადაიდო, რის გამოც 200 000 მგზავრი დაზარალდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე" ავრცელებს.

გაფიცულები არიან 11 მსხვილი აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები. ბერლინის, ჰამბურგის, ჰანოვერისა და შტუტგარტის აეროპორტებში ყველა ფრენა გაუქმდა.

აეროპორტებმა ის მგზავრებიც გააფრთხილეს, რომლებიც გერმანიას სატრანზიტოდ იყენებენ, რომ გაფიცვის გამო შეიძლება, მათაც შეექმნათ შეფერხებები.

გაფიცულების მთავარი მოთხოვნა საათობრივი ხელფასის 2,80 ევროთი გაზრდაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×