რეზონანსი
01.02.2024

 ლონდონში, სანქციების გვერდის ავლითა და ფულის გათეთრების ბრალდებით, ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი „გუბერნატორი" დიმიტრი ოვსიანიკოვი დააკავეს, - ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

"დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ოვსიანიკოვი 22 იანვარს დააკავეს. მეორე დღეს მას ბრალი სანქციების დარღვევის შვიდ ეპიზოდსა და ფულის გათეთრების ორ ეპიზოდში წარუდგინეს. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა", - წერს გამოცემა.

The Times-ის ცნობით, დიმიტრი ოვსიანიკოვი საკუთარ სახლში დააკავეს. ის სასამართლოს წინაშე 20 თებერვალს წარდგება. სხვა საკითხებთან ერთად, ყოფილ „გუბერნატორს" ბრალად ედება ლონდონის ბანკ Halifax Bank of Scotland-ში ანგარიშის გახსნა, სადაც ოთხი გადახდა, ჯამში 65 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობით, განახორციელა და დანაშაულებრივი გზით მიღებული ნაღდი ფულის, 77 500 ფუნტი სტერლინგის, შენახვა.

ოვსიანიკოვის სამართლებრივი დევნის მიზეზი ის იყო, რომ ის გაერთიანებულ სამეფოში სანქცირებულ პირს წარმოადგენს და, შესაბამისად, არ აქვს უფლება განკარგოს თანხები და ისარგებლოს ფინანსური მომსახურებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×