რეზონანსი
01.02.2024

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ცვლილებები მმართველ გუნდში ყოველთვის ხდებოდა და მომავალშიც მოხდება

„2024 წელი არის საპარლამენტო არჩევნების წელი და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა გუნდში, მომავალშიც მოხდება. სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესს ვატარებდეთ. როგორც ირაკლი კობახიძეს, ასევე ირაკლი ღარიბაშვილს, ორივეს სრული მხარდაჭერა აქვს. გუნდი არის ერთიანი. რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცებისთვის“ ეს სამწუხარო ინფორმაციაა“, - განაცხადა კალაძემ.

„ქართული ოცნება“ მერვე ყრილობისთვის ემზადება. რამდენიმე საათში ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, ცნობილია, რომ პარტიას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ყრილობამდე პოლიტსაბჭოს სხდომა შედგება და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძეს ოფიციალურად წარადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×