რეზონანსი
01.02.2024

იაგო ხვიჩია პარტია „საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას და მისი გუნდის პოლიტიკურ სვლებზე ისაუბრა და შეაფასა არის თუ არა გიორგი გახარია მართალი, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თუ ხალხთან.

„თუ რამეს არ ახსნი, შეიძლება მტყუანია ეს კაცი [გიორგი გახარია], მაშინ როდესაც შენ აგირჩია კაცმა პრემიერად, მერე სრულიად გაუგებარი მოტივებით, „მელიას არ დავიჭერო” თუ რაღაც ამდაგვარით მიდიხარ თანამდებობიდან და „ნაცებს” ეხმარები იმაში, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე თანამდებობები გადაინაწილოთ... 

ჩემგან წასული კაცი, მე რომ პრემიერად დავნიშნე, „ნაცებს“ რომ უკრავს ხალხის თანამდებობაზე ასარჩევად რაღაცას, შეიძლება კოალიცია არ მოგწონდეს, ბიძინასგან ხომ ღალატად ჩანს ეს ამბავი? „ნაცებთან“ მართლები არიან თუ არა, როდესაც „ნაცები“ დაეხმარნენ საკუთარი მიზნის მიღწევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს თავმჯდომარეები ჰყოლოდათ გახარიების ხალხი. „ნაცებს“ ეუბნებიან, რომ თქვენ გამოგიყენეთო. „ნაცებთან“ შეიძლება მართალი იყო? არის თუ არა ეს უმადურობა?

ქართველ ხალხთან არის თუ არა მტყუანი მაშინ, როდესაც ვითომ პრემიერი იყო, თან არ იყო პრემიერი და არ ეუბნება ვინ იყო. დღესაც იგივე მმართველობა გვაქვს და ქართველი ხალხი დღემდე ვერ ხვდება რა მმართველობა გვაქვს. თქვენთან, ჟურნალისტებთან მართალია? უბრალოდ წარმომადგენინეთ ვინმე, ვისაც რამენაირი შეხება ჰქონდა გახარიასთან და გახარია არის მართალი” - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×