რეზონანსი
01.02.2024

შალვა პაპუაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სამთავრობო გუნდში გადაინაცვლებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სავარაუდოდ, მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდება.

„რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომა იქნება, თუმცა შეთავაზება ალბათ ეს იქნება, რომ ფრაქციის თავმჯდომარემ შეითავსოს ასევე უმრავლესობის ლიდერის სტატუსი. მამუკა მდინარაძე არის ის ადამიანი ჩვენს გუნდში, რომელიც მთავარი გამაერთიანებელი და ენერგიის მიმცემი არის ყველა გარემოებაში. მათ შორის, როგორც გუნდის შიგნით ურთიერთობაში, ასევე ოპოზიციასთან კომუნიკაციაში. ვფიქრობ, ის ძალიან კარგად და ორგანულად გაუძღვება უმრავლესობის ლიდერობის პოზიციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×