რეზონანსი
31.01.2024

მინდა გითხრათ ძვირფასო მეგობრებო, ვინც ახლა დარჩება ბარიერს მიღმა, მან უნდა გაანებოს თავი პოლიტიკას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

„ოპოზიცია ახლა ძალებს იკრეფს, სწორია ეს, მოველოდით ამას, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ ძვირფასო მეგობრებო, ვინც ახლა დარჩება ბარიერს მიღმა, მან უნდა გაანებოს თავი პოლიტიკას. 2024 წლის არჩევნებში, ის პარტია, რომელიც ახლა ბარიერს ვეღარ გადალახავს, იმან უნდა დაანებოს ამ საქმეს თავი. ჩვენთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის ეპოქალური წელი არის. დედამიწის სახელმწიფოთა თითქმის ნახევარში, წელს არის არჩევნები. ამიტომ, გაითვალისწინეთ ეს. გვაქვს საფრთხეები, მაგრამ ასევე გვაქვს დიდი პერსპექტივები, როგორც ქვეყანას, როგორც ერს, როგორც ოპოზიციას. ხელისუფლებაზე არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მე ამ ხელისუფლებას ამ ერის ნაწილად არ ვთვლი",- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×