რეზონანსი
31.01.2024

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სავარაუდოდ, მამუკა მდინარაძე გახდება. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მმართველ გუნდში უმრავლესობის ლიდერად სწორედ მდინარაძის წარდგენას განიხილავენ.

როგორც ცნობილია, მამუკა მდინარაძე ამჟამად საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს, თუმცა რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სტატუსის საპარლამენტო თანამდებობასთან შეთავსება შესაძლებელია.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი 2020 წლიდან ირაკლი კობახიძეა. უმრავლესობის ახალი ლიდერის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ირაკლი კობახიძე განიხილება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×