რეზონანსი
31.01.2024

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები" ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხებთან დაკავშირებით მიმოხილვას აქვეყნებს.

მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთიანი 184 391 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. იქიდან გამომდინარე, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შეამცირა ამ 190 000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული, აქედან შინამეურნეობებზე - 7.1 მლრდ ლარის (57%), იურიდიულ პირებზე - 5.4 მლრდ ლარის (43%), ბიზნეს სესხების მოცულობა კი 6.5 მლრდ ლარს შეადგენს.

იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ ლარი, სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ ლარია.

2023 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.5% შეადგინა, რაც დაახლოებით 0.6%-ით ნაკლებია წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე და ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 29 მლრდ ლარს მიაღწია. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×