რეზონანსი
19.01.2024

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ თუ ვინმე და რამე არ მოსწონს ქართველ ამომრჩეველს, მათ შორის ოპოზიციურ ამომრჩეველს, ეს არის ის ოპოზიცია, რომელიც დღეს არის ქვეყანაში.

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა რომ არის 60%, ეს ფაქტია. ჩვენ რომ გვყავს ხელმოცარული ოპოზიცია, ესეც არის ფაქტი. თუ ვინმე და რამე არ მოსწონს ქართველ ამომრჩეველს, მათ შორის ოპოზიციურ ამომრჩეველს, ეს არის ის ოპოზიცია, რომელიც დღეს გვყავს ქვეყანაში. ეს შედეგები არის დამსახურებული, ვინაიდან ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი უკეთებია, გარდა იმისა, რომ უპირისპირდებოდა არა საკუთრივ „ქართულ ოცნებას“, არამედ ჩვენს სახელმწიფოს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მმართველი პარტია გამარჯვებაში დარწმუნებულია - „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპოზიციის გეგმები მარცხისთვის განწირულია. ამ ფონზე კი ოპოზიცია ისევ გაერთიანებას ცდილობს, თუმცა, ყველა მცდელობა ჯერ უშედეგო აღმოჩნდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×