რეზონანსი
04.01.2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეულ საპატიო დოქტორს, ილია მეორეს, 91 წელი შეუსრულდა.

ფასდაუდებელია უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზა, რომელიც სამშობლოს სიყვარულის, ერის ერთიანობის, სულიერი მხნეობისა და სიკეთის მაგალითია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უდიდესი პატივითა და სიყვარულით ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ მხნეობას, ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ", - აღნიშნულია თსუ-ს მილოცვაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×