რეზონანსი
04.01.2024

ახალი წლის დღეების აღნიშვნა მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.

თბილისში, ორბელიანის მოედანზე მისულებს დღესაც მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ელოდებათ. პატარების განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ. დღის ბოლოს კი დაგეგმილია კონცერტი.

თბილისის მერიის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ნინუცა ბუცხრიკიძის განცხადებით, ყოველდღიურად საშობაო სოფელს ბევრი ვიზიტორი სტუმრობს, რაც მათ ახარებს. ათონელის ქუჩაზე განთავსებულ სცენაზე კონცერტი დღეს, 20:00 საათიდან დაიწყება. ასევე კონცერტი გაიმართება ფურცელაძის ქუჩაზეც, „დედაენის ბაღშიც", გვიან ღამით კი სამივე სცენაზე ელექტრონული ლაივშოუ იქნება წარმოდგენილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×