რეზონანსი
03.01.2024

პრეზიდენტის საახალწლო გზავნილები დესტრუქციული ფრაზებითა და შეძახილებით იყო დატვირთული - „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლოზუნგია და კარგი იქნება თუ ამ ლოზუნგს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ფრთის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი გაიხსენებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მიმართვისას ილაპარაკა არა როგორც პრეზიდენტმა, არამედ როგორც ერთ-ერთმა გაბრაზებულმა პოლიტიკურმა ლიდერმა.

“ძალიან ბევრი რამ, რაც შესაძლებელია, კეთდება იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრება გაიოლდეს - განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, მათი სწავლისთვის და გაცილებით მეტი იქნება.

გარდა ამისა, თქვა, რომ ახსოვთ შოვი და გურია, თითქოს შოვისა და გურიის ტრაგედიამ მარტო ეგ და იმ 8 მარტის მონაწილე ადამიანების სული შეძრა - მხედველობაში ის ადამიანები მყავს, ვინც პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.

როდესაც მთავარსარდალი ოპოზიციური აზრისა და პროტესტის ასეთ რადიკალური ფორმით გამოვლინებას უჭერს მხარს, ეს ქვეყნისთვის მისაღები არ არის და ქვეყანას აზიანებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×