რეზონანსი
03.01.2024

"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ევროკავშირის 9 დათქმასთან დაკავსირებით სამუშაო ჯგიფების შექმნა ხელისუფლების თვითმიზანი არ არის. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ თავის დროზე ასეთი ჯგუფების შექმნა ოპოზიციამ არაკეთილსინდისიერად გამოიყენა.

სამუშაო ჯგუფი ზოგიერთ მათგანთან მიმართებაში შეიძლება შექმნილი იქნეს, ზოგიერთთან მიმართებაში შეიძლება არც შეიქმნას, ამიტომ ეს არ არის თვითმიზანი, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ 2 წლის წინანდელი გამოცდილება, როდესაც ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფები და სამწუხაროდ, ეს გამოიყენა ძალიან ცუდად და არაკეთილსინდისიერად ოპოზიციამ. ოპოზიცია ძალიან მიეჩვია ცოტა უპასუხისმგებლოდ ლაპარაკს, თითქოსდა ხელისუფლება არ ეკონტაქტება მას. უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა ჰქონდეთ ცოტა მეტი პასუხისმგებლობა და მაგალითად, როცა რაიმე საკითხის ინიცირებას გეგმავენ ან სურვილი აქვთ, რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით მსჯელობაში შემოსვლას არ უნდა გაექცნენ. რა კონკრეტული ინიციატივა არსებობს, რა კონკრეტული საკითხის განსხვავებულად მოწესრიგება, - ამბობს სარჯველაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×