რეზონანსი
03.01.2024

ენმ იქნება ყველგან, სადაც ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა განიხილება, - ასე პასუხობს ლევან ხაბეიშვილი კითხვას, მიიღებს თუ არა ენმ მონაწილეობას სამუშაო ჯგუფებში, რომელიც ევროკავშირის 9 დათქმის შესრულებას ეხება.

ამასთან, პარტიის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" აღნიშნულ დათქმებს არ შეასრულებს. 

ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ევროკავშირის პერსპექტივა განიხილება და ჩვენ ეს რუსულ კანონთან დაკავშირებით დავამტკიცეთ, როცა შევედით საკომიტეტო მოსმენაზე, ვიბრძოლეთ საბოლოო ჯამში, ქართველ ხალხთან ერთად და გავიმარჯვეთ 7-8 მარტს. ამიტომ, ამ მიმართულებითაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შემდეგ ეს პუნქტები შეასრულეს, თუმცა გვესმის, რომ რუსული პარტიის პირობებში ეს არ იქნება. მონაწილეობას მივიღებთ თუ არა განხილვებში? ყველგან, სადაც ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა განიხილება, იქნება "ნაციონალური მოძრაობა" აბსოლუტურად ყველგან, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×