რეზონანსი
03.01.2024

ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის, „მოსადის“ ხელმძღვანელმა, დავიდ ბარნეამ განაცხადა, რომ მათ, ვინც 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობა მიიღეს, ხელი მოაწერეს საკუთარ სასიკვდილო განაჩენს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"ყველა არაბმა დედამ უნდა იცოდეს, რომ თუ მისმა შვილმა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობა მიიღო, მან ხელი მოაწერა საკუთარ სასიკვდილო განაჩენს", - აღნიშნა დავიდ ბარნეამ.

2 იანვარს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანში ისრაელის სავარაუდო დარტყმის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, სალეხ ალ-არური დაიღუპა.

სალეხ ალ-არური „ჰამასის“ სამხედრო ფრთის დამფუძნებელი, პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე და დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო მეთაური იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×