რეზონანსი
03.01.2024

გამოცემა „ფორბსი" ახალი წლის შესახვედრად ევროპის 10 საუკეთესო ადგილს ასახელებს, რომელთა შორის თბილისიც არის. რეიტინგის შესადგენად ტურიზმის ექსპერტებმა 112 ქვეყნიდან 11 963 პირი გამოჰკითხეს. რეიტინგში პირველ ადგილს, ზედიზედ უკვე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მადეირას კუნძულები იკავებს, მეორე ადგილზეა ესპანეთის ქალაქი მარბელა ალბორანის ზღვის სანაპიროზე, მესამე ადგილს ლონდონი, მეოთხეს კი, პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი იკავებს.

თბილისი რეიტინგში მე-5 ადგილზეა. როგორც „ფორბსი" წერს, საქართველოს დედაქალაქი მოგზაურებისთვი,ს ლონდონისა და პარიზისგან განსხვავებით, ბევრად ხელსაყრელი ფასებით, უსაფრთხოებითა და გამარტივებული სავიზო რეგულაციებითაა მიმზიდველი. აქვე აღნიშნულია, რომ თბილისი გურმანებისა და ღვინის მოყვარულთათვის საყვარელი ადგილია, რომელიც საშობაო და საახალწლო დღესასწაულებისთვის შესანიშნავად არის მორთული, ეს განწყობა კი, იანვრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ასევე, ორგანიზებულია საახალწლო კონცერტები, საშობაო ბაზრობები, რომლითაც თბილისი ევროპის ყველაზე ლამაზ ქალაქებს შორისაა.

რეიტინგში ასევე შედის პრაღა, იბიცა, სან მიგელი, ედინბურგი და პორტო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×