რეზონანსი
03.01.2024

ბიზნესომბუსმენი ოთარ დანელია ამბობს, რომ 2023 წლის განმავლობაში ბიზნესომბუდსმენის აპარატი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს როგორც ინდივიდუალურად ისე ასოციაციების ფორმატში ხვდებოდა. ჯამში აპარატის ინფორმაციით 200-მდე შეხვედრა ჩატარდა

ოთარ დანელიას თქმით, იყო საკითხები, სადაც შეხვედრების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა მოხდა. დანელია ამბობს, რომ 2023 წელი გამორჩეული იყო იმით რომ ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც ქმნის მოლოდინს, რომ საქართველოს მისამართით საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ინტერესი გაიზრდება.

„ჩვენ ინდივიდუალურად აბსოლუტურად ყველას იქნება ეს ბიზნესს გაერთიანება, ასოციაციები თუ ინდივიდუალური ბიზნესს ოპერატორი ყველასთან გვაქვს შეხვედრა და მათ შორის მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვნად დაჩქარდა საგადასახადო შეთანხმების პროცედურები, დღგ-ს დაბრუნების ნაწილში რეკორდული წელი გვქონდა, რაც ცალსახად ნიშნავს რომ რეინვესტირება მოხდება. ასევე საკმაოდ წარმატებული პრაქტიკა გვქონდა უკვე სასამართლო მეგობრის, რაც ფაქტია, რომ ამართლებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტ ახალ პრაქტიკას დავნერგავთ ამ მიმართულებით და პროაქტულები ვიქნებით განსაკუთრებით სტატუსის მინიჭების შემდეგ, იმიტომ რომ გვაქვს მოლოდინი, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზრდება."- ამბობს ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია „ბიზნეს მედიასთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×