რეზონანსი
02.01.2024

გადამოწმებული ინფორმაციით, რაჭაში დღეს მომხდარ მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განუცხადა.

„ამ ეტაპისთვის შემოსული ინფორმაციის თანახმად, 4 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ქვშარში იყო, რომელიც ეკუთვნის ამბროლაურის მუნიციპალიტეტს. გადამოწმებული ინფორმაციით, რამე მსხვერპლი და სერიოზული ნგრევა არ გამოუწვევია ამ მიწისძვრას, თუმცა ახლა მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება, მუნიციპალიტეტების მხრიდან ხდება გადამოწმება სოფლებში. სოფელ ჟოშხაში არის ერთი სახლი დაზიანებული, რომელიც ადრე მეწყერის შედეგად დაზიანდა, თუმცა ამ პიროვნებას უკვე კომპენსაცია აქვს მიღებული და შეძენილი აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი“, – აცხადებს მარგველიძე.

შეგახსენებთ, 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რაჭაში დღეს, 2 იანვარს მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×