რეზონანსი
29.12.2023

ხაშურში 27 წლის მამაკაცს მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვლა.

შემთხვევა ბორჯომის ქუჩაზე მოხდა.

„მამაკაცი ახლქალაქიდან მოდიოდა, რა დროსაც კვების ობიექტთან შეჩერდა. როცა მანქანიდან გადმოვიდა და მას სხვა ავტომობილი დაეჯახა", - უთხრეს „მოზაიკას".

თვითმხილველის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლისას, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

შსს-ის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×