რეზონანსი
24.12.2023

ავსტრიაში, ესპანეთსა და გერმანიაში ისლამისტები დააკავეს, რომლებსაც ბრალად შობა-ახალ წელს ტერაქტების დაგეგმვა ედებათ ბრალად. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform-ი Bild-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ავსტრიის, გერმანიისა და ესპანეთის უსაფრთხოების ორგანოებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება შესაძლოა გეგმავდა რამდენიმე თავდასხმას ევროპაში ახალი წლის ღამეს ან შობას. სამიზნე შეიძლება იყოს საშობაო მსახურება კიოლნში, ვენაში და მადრიდში", - ნათქვამია შეტყობინებაში.

Bild-ის ცნობით, ეჭვმიტანილები ვენაში და გერმანიაში შაბათს საღამოს დააკავეს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, გერმანიაში ისლამისტებს შეეძლოთ ახალი წლის ღამეს კიოლნის ტაძარზე თავდასხმა დაეგეგმათ. ამის გათვალისწინებით, სამართალდამცავებმა შაბათს საკათედრო ტაძარი გაჩხრიკეს, რათა შენობაში საშიში ნივთები არ ყოფილიყო. გამოიყენეს ასაფეთქებელი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლები. კვირას დილით გამოცხადდა, რომ ტაძარში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.

"კიოლნის საკათედრო ტაძარზე საფრთხის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით, კიოლნის პოლიცია დღეიდან მიიღებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს. პოლიცია ამჟამინდელი დასკვნების დეტალებზე კომენტარს არ გააკეთებს პოლიციის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების გამო." - განაცხადა კიოლნის პოლიციის წარმომადგენელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×