რეზონანსი
24.12.2023

სვერდლოვსკის ოლქის სოფელ სვობოდნიში ქალი ვაჟი გააჩინა აბაზანაში და დამარხა თოვლში. საბედნიეროდ, ბიჭი გადარჩა. ბავშვი რეანიმაციაში გადაიყვანეს, ექიმებმა მას ტვინის დისფუნქციის დიაგნოზი დაუსვეს.

„სოფელ სვობოდნის მკვიდრი 20 დეკემბერს დილით ფარულად მივიდა მამამთილის აგარაკზე, ჩაიკეტა აბაზანაში და იქ გააჩინა შვილი", - წერს Ren-TV წყაროზე დაყრდნობით.

თუმცა მამაკაცი მოულოდნელად მივიდა აგარაკზე და დაინახა თავისი რძალი ბავშვით ხელში. ქალს ზეწარი მისცა და მეზობელთან წავიდა დახმარების სათხოვნელად, მაგრამ როცა დაბრუნდნენ, ახალშობილი უკვე დამარხული დახვდა.

მამაკაცებმა ახალშობილი ნიჩბით ამოთხარეს და სასწრაფო გამოიძახეს. დედაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც Ura.ru იუწყება, გამომძიებლებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე 1996 წელს დაბადებული გოგონას წინააღმდეგ, მუხლით „ახალშობილის მკვლელობის მცდელობა" და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება.

შსს-ს რეგიონული შტაბის ინფორმაციით, დედამ ქმარს უთხრა, რომ თითქოს ზურგი სტკიოდა და კლინიკაში წასვლა სჭირდებოდა. სინამდვილეში, იგი მამამთილის აგარაკზე წავიდა და მშობიარობის დროს ბევრი სისხლი დაკარგა. ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების თქმით, გოგონამ შვილის დამარხვა გადაწყვიტა, რადგან ქმარს მესამე შვილი არ სურდა. უფრო მეტიც, არავინ იცოდა ახალი ორსულობის შესახებ. თავად ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×