რეზონანსი
21.12.2023

გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებული მიგრაციის საკითხებში იოახიმ შტამპი საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას "ტვიტერით" ეხმაურება.

იოახიმ შტამპი იმ სასიკეთო შესაძლებლობების შესახებ წერს, რაც უკანონო მიგრაციის წინააღდეგმ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობას მოჰყვება.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენ არა მარტო ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას საქართველოსთან, არამედ ვქმნით მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის მუდმივ ჩარჩოს: უკანონო მიგრაციის წინააღდეგ ბრძოლის, დაუსაბუთებელი თავშესაფრის განახადების შემცირებისა და მოწესრიგებული მიგრაციის გაძლიერებისთვის, რაც სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის.

ამ მიზნით, ჩვენ ქართულ მხარესთან შევთანხმდით, რომ დაუყოვნებლივ ავამოქმედებთ ექსპერტთა ჯგუფებს, რათა მომზადდეს შესაბამისი საინფორმაციო კამპანიები, დაუსაბუთებელი თავშესაფრის განაცხადების შემცირებისთვის და ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების გაზრდისთვის, რაც ერთი მხრივ გაზრდის პერსპექტივებს და ამასთან არ მოახდენს ე.წ. „ბრეინდრეინს" ტვინების გადინებას.

ზემოაღნიშნული თანამშრომლობისთვის, გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სასარგებლოა ორივე მხარისთვის და რომელსაც კიდევ უფრო განვავითარებთ. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რათა შევძლოთ სამუშაო ძალების მოძიება ჩვენი პარტნიორების დაზარალების გარეშე, ასევე, ადამიანები, რომელთაც არ აქვთ დარჩენის პერსპექტივა არ დაადგებიან ამ გზას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×