რეზონანსი
21.12.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ეცდება, დისტანცირება მოახდინოს "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილისგან.

როგორც ქადაგიშვილმა განმარტა, წინასაარჩევნოდ ყველა ოპოზიციური პარტია შეეცდება ამომრჩეველს თავი მოაწონოს, აქედან გამომდინარე, ის ფიქრობს, რომ გახშირდება "ნაციონალური მოძრაობის" დამგმობი განცხადებებიც.

"სააკაშვილს ახლა ამოცანა უდგას, რომ მარტივ მამრავლებად დაშლილი "ნაციონალური მოძრაობა" კონტროლის ქვეშ ჰყავდეს. ოპოზიცია ახლა არანაირ ერთობაზე არ ფიქრობს, მათი ყველა ნაწილი საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს. ამიტომ, ის რაც 3 წლის წინათ სააკაშვილით დაწყებული იყო წმინდა, დღეს იქნება საგინებელი. მიხეილ სააკაშვილი ვითარებას ბოლომდე ვეღარ აკონტროლებს, ამიტომ სთავაზობს ამ კომიტეტის შექმნას, რომელიც იქნება პოლიტიკური პარტიების ზემდგომი კიდევ ერთი ორგანო. ეს არის სააკაშვილის მცდელობა რამენაირად კონტროლი დაიბრუნოს, თუმცა, როგორც ჩანს ეს აღარ გამოუვა. მისი ციხეში გადაყვანის მოთხოვნა სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე მათ ინტერესებში აღარ არის,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×