რეზონანსი
21.12.2023

მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას ნუ ექნებათ ილუზია, რომ მათ განცხადებებზე საუბარს ბევრ დროს დავუთმობთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას აქვს უფრო საინტერესო საკითხები, რაზეც ხელისუფლების პოზიცია აინტერესებს.

თალაკვაძის თქმით, მანიფესტმა უფრო მეტად დაშალა „ნაციონალური მოძრაობა" და გამოჩნდება, რა შედეგი ექნება სუპერ პაკ-ს.

„მიხეილ სააკაშვილისა და მისი განცხადებების შეფასებას ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ. საზოგადოებას აქვს უფრო საინტერესო საკითხები, რაზეც ხელისუფლების პოზიცია აინტერესებს. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ სწორედ ამ საკითხებზე საუბარს უნდა დავუთმოთ დრო, მით უმეტეს, საარჩევნო წელი იწყება. მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას ნუ ექნებათ ილუზია, რომ მათ განცხადებებზე საუბარს ბევრ დროს დავუთმობთ.

რაც შეეხება სუპერ პაკ-ს, ჯერ დაშლის მანიფესტი ვნახეთ, ახლა სუპერ პაკ-ს ვხედავთ, რაც გამოსათქმელადაც ცოტა რთულია, თუმცა ვნახავთ, სუპერ პაკ-ი რას მოიტანს. მანიფესტმაც უფრო მეტად დაშალა „ნაციონალური მოძრაობა" და რადიკალური ოპოზიცია", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×