რეზონანსი
21.12.2023

როგორ შეიძლება პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან პარტიის ლიდერები. ყველაფერი ცხადი და ნათელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„თუმცა, ეს არ არის ჩვენი საქმე და ჩვენი გასარჩევი. ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი პარტია, ვართ ქვეყნის ხელისუფლებაში, არის ბევრი გამოწვევა, ბევრი პრობლემა, რომელსაც სჭირდება მოგვარება და მთელი ჩვენი ძალისხმევა და ყურადღება მიმართული ამისკენ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც დღეს აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას, გაეცეს ღირსეული პასუხი კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებითა და გაკეთებული საქმეებით“, - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×