რეზონანსი
21.12.2023

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ EU-ს დროშის დაწვის კამპანია პრორუსი რადიკალების მიერ "ოცნების" მიერაა წახალისებული.

კორძაიას თქმით, "ოცნება" ცდილობს რუსეთს დაანახოს, რომ საქართველოში ყველას არ უნდა ევროპა.

ეს კამპანია წახალისებულია "ქართული ოცნების" მიერ, იმიტომ, რომ მმართველი გუნდი ორმაგი სტანდარტით მუშაობს და ვფიქრობ, რომ ეს ნაწილი ემსახურება იმას, რომ რუსეთს გაუგზავნონ გზავნილი, სადაც გამჩნდება, რომ საქართველოში ყველას არ უნდა ევროპა", - ამბობს თამარ კორძაია.

ამ დრომდე უცნობია, დაიბარა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ რომელიმე ადამიანი გამოკითხვაზე, ვინც ევროკავშირის დროშა საჯაროდ დაწვა და დემონსტრაციულად ვიდეოც გადაიღო. 

პრორუსი რადიკალები მასობრივი არეულობით იმუქრებიან. კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ერთ კვირაში ალტ-ინფომ  ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანია დაიწყო. წვავენ დემონსტრაციულად, ამ დანაშაულს იღებენ და სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მათ შორის სასულიერო პირებიც. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ამბობენ, რომ დროშების დაწვა მხოლოდ დასაწყისია და თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება უფრო რადიკალურ ზომებზე გადავლენ. 

ალტ-ინფოს წევრები ლაშა შარუხიას გათავისუფლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ კამპანია თვითორგანიზებულია და სოლიდარობას უცხადებენ მათ თანამებრძოლს, რომელიც პატიმრობაშია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×