რეზონანსი
10.12.2023

ჩვენ გვაქვს ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა. ასევე, ჩვენ ვისმენდით, რომ 27 ქვეყანას აქვს გაცხადებული, რომ მხარს უჭერენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასე რომ ამ საკითხს წინ არაფერი აღარ უდგას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ მოველით 14-15 დეკემბრის ხდომას ევროპული საბჭოსი, რათა ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღოს ის კანდიდატობის სტატუსი, რაზეც წელიწადნახევარია უკვე მუშაობს მთელი სახელმწიფო. ჩვენ შარშანაც ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, რადგან ლიდერები ვიყავით სხვა ქვეყნებთან მიმართებით. სამწუხაროდ შარშან არ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, წელს ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. ასე რომ ჩვენ ერთადერთი მოლოდინი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×