რეზონანსი
10.12.2023

ევროკავშირში გადაწყვეტილებები წვერი ქვეყნების მხრიდან არ მიიღება ერთმანეთის ჯინაზე. გადაწყვეტილებები მიიღება სამართლიანად, ობიექტურად და დამსახურებებზე დაყრდნობით. ჩვენ ასე ვმოქმედებთ და ასეთივე მოლოდინი გვაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული სამართლიანი და და არა ვინმეს ჯინაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება 9 რეკომენდაციას და მასზე მუშაობას. იცით, რომ ჩვენ ევროკომისიასთან შეთანხმებით სამოქმედო გეგმა შევიმუშავეთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაზა დასრულდეს წარმატებით მომავალ კვირას და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველასთვის ღიაა კარი, ვისაც უნდა, რომ დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ვიყოთ ისეთივე წარმატებულები, როგორებიც ვიყავით კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. დრომ გვაჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებდა სწორად, მოქმედებდა ქართველი ხალხის ინტერესებით და მოქმედებდა გააზრებულად იმ მიზნისკენ, რასაც კანდიდატის სტატუსი ჰქვია. ზუსტად ასეთივე წარმატებულად, ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება მომდევნო თვეების განმავლობაში 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. თუკი ვინმე მზად არის, რომ იმოქმედოს ქართველი ხალხის ინტერესით და არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური და პარტიული ყველასთვის ღიაა კარი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×