რეზონანსი
01.12.2023

ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ეგვიპტურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გამშვები პუნქტ რაფაჰის გავლით ჰუმანიტარული ტვირთის გადატანა საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ შეწყდა.

როგორც Reuters იუწყება, ჰუმანიტარული ტვირთის რაოდენობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოქმედების დროს გაიზარდა, თუმცა ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, ჰუმანიტარული დახმარება ჯერ კიდევ ბევრად ჩამორჩება მის რეალურ საჭიროებას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ რაფაჰის გამშვები პუნქტი ერთადერთი იყო, საიდანაც ღაზას სექტორს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებოდა.

ცნობისთვის, ისრაელის თქმით, მან საბრძოლო ქმედებები განაახლა, ვინაიდან „ჰამასმა" ოპერატიული პაუზა დაარღვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×