რეზონანსი
01.12.2023

(ოპოზიციამ) მილიონები დახარჯეს იმაში, რომ პოლარიზაციის რეჟიმი შენარჩუნებულიყო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ფორმატი ყოფილიყო ყველასთვის ტრანსპარენტული, ხელმისაწვდომი. [ოპოზიციამ] მილიონები დახარჯეს იმაში, რომ პოლარიზაციის რეჟიმი შენარჩუნებულიყო. დღემდე სწორედაც ეს არის მთავარი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე გააჩნიათ", - აღნიშნა ვოლსკიმ.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებამდე ორი კვირა რჩება. ხელისუფლებას, მის მიერ გაწეული სამუშაოებისა და ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ისინი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მტკიცე ნაბიჯებით სვლას გააგრძელებენ. ამ პროცესში ოპოზიცია კი ისევ სკეპტიციზმს ავლენს და ისევ ამტკიცებს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციებს არ ასრულებს. ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ „ქართულ ოცნებას" სტატუსი არ უნდა. საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციის იმ ქმედებებს იხსენებენ, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×