რეზონანსი
20.11.2023

მე ცოტათი პროპალესტინელი ვარ, ამიტომ უფრო ცივ მიღებას ველოდი, მაგრამ მიუხედავად ამისა ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა, - ასე შეაფასა El Pais-თან ინტერვიუში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა მასსა და ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს შორის გამართული შეხვედრა.

„იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობის დონე იზრდება, თუმცა ამაზე იშვიათად საუბრობენ. მქონდა შეხვედრა ისრაელის პრეზიდენტ, იცხაკ ჰერცოგთან, რომელმაც კარგად ჩაიარა. მე ცოტათი პროპალესტინელი ვარ, ამიტომ უფრო ცივ მიღებას ველოდი, მაგრამ არა, ის კმაყოფილი იყო, რომ ჩვენ შევხვდით, ვისაუბრეთ და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, თუმცა ისინი არ ფიქრობენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალადობის სერიოზული პრობლემა არსებობს. ეს ძალადობა არ აღწევს ღაზაში არსებულ დონეს, თუმცა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ძალადობის ძლიერი ესკალაციაა. ფაქტობრივად, ისრაელის ჯარი არ იცავდა ღაზის სექტორთან საზღვარს [7 ოქტომბერს], იმიტომ რომ სრულად იყო კონცენტრირებული იორდანეს დასავლეთ ნაპირზე“, - აღნიშნა ბორელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×