რეზონანსი
20.11.2023

წულუკიანს "ოცნება" პრეზიდენტობისთვის ამზადებს. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა საკუთარ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა, რომელსაც კლინიკა "ვივა-მედიდან" დისტანციურად ჩაერთო.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებას წულუკიანის პრეზიდენტობა სჭირდება იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილის მსგავსად პოლიტპატიმრები არ შეიწყალოს. 

მათ უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე. წულუკიანი სჭირდებათ იმისთვის, რომ არასდროს არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით, რა თქმა უნდა, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

მიხეილ სააკაშვილმა კახა კალაძეზეც ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლება მას საარჩევნოდ პრემიერობისთვის ამზადებს. ამასთან, პატიმარი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ "ოცნების" გენერალური მდივანი რუსეთს ყურებით ჰყავს დაჭერილი.

არჩევნებამდე უკვე ამზადებენ კალაძეს პრემიერობისთვის, იმიტომ, რომ სჭირდებათ შიგნით გადაჯგუფება. მთავარია, არაფერი პრობლემა არ შეექმნას ოლიგარქის ხელისუფლებას და კალაძეც ყურებით ჰყავთ რუსებს დაჭერილი, განსაკუთრებით გაზპრომის კონტრაქტით და მთელი იმ პროდუქციით, რომელმაც წალეკა თბილისის მერია, ენერგეტიკის სამინისტრო და მთლიანად საქართველო და სადაც ეს კლანი კორუფციული არის ძალიან აქტიურად ჩართული, - თქვა სააკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმე  ე.წ. პიჯაკების საქმეს ეხება. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×