რეზონანსი
13.11.2023

"მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?" - ასე ეხმაურება  "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი რუსეთის საგარეო მინისტრის ღია მუქარას. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და ირწმუნება, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელის შეშლა მხოლოდ ოპოზიციის ინტერესში იყო. 

მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს. რაც უნდა მოწოდებები იყოს, რაც უნდა ზეწოლა იყოს, არ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯი, რომელიც ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის. რომელ რუსეთის მტრობაზეა საუბარი, როდესაც შენი ქვეყნის პოლიტიკოსები ბრიუსელში დარბოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო, - განაცხადა კახა კალაძემ. 

რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირს ცენტრალური აზიიდან მათი გაძევება სურს. სერგეი ლავროვი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი კავკასიაში საკუთარ გავლენებს არ დათმობს. მისი თქმით, რუსეთს ცენტრალურ აზიაში ადგილი ისტორიულად უკავია.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×