რეზონანსი
13.11.2023

ჩვენ ვგმობთ „ჰამასის“ ქმედებებს და მათი მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის, საავადმყოფოების ფარად გამოყენებას. ამასთანავე, ისრაელს მაქსიმალურად თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, რათა თავიდან იყოს აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე განაცხადა.

„გუშინ მთელი დღე ვმუშაობდით 27 ქვეყანას შორის შეთანხმებულ ტექსტზე. ბედნიერი ვარ, რომ 27 ქვეყანა ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმდა. ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლად პაუზების, და არა პაუზის გამოცხადებას. სპეციალურად ვამბობ არა მხოლობით, არამედ მრავლობით რიცხვში. პაუზასთან ერთად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰუმანიტარული დერეფნები, რათა შევძლოთ ღაზაში მცხოვრები ადამიანების დახმარება. ჩვენ ვგმობთ „ჰამასის“ ქმედებებს და მათი მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის, საავადმყოფოების ფარად გამოყენებას. ამასთანავე, ისრაელს მაქსიმალურად თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, იმისათვის რომ თავიდან იყოს აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. პაუზებისა და დერეფნების გარეშე დახმარება ღაზაში შესვლას ვერ მოახერხებს. ღაზას სჭირდება საკვები, მედიკამენტები, საწვავი. დახმარება საზღვარზეა და ღაზამდე ვერ აღწევს“, - აღნიშნა ბორელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×