რეზონანსი
13.11.2023

ხმაური თავდაცვის კომიტეტზე - ალეკო ელისაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ბერაიას გადადგომა მოსთხოვა, მაგრამ "ოცნების" დეპუტატი, ვინც თეონა აქუბარდიას სესიაზე თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა, წასვლას არსად  აპირებს. 

"სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე" - ასე მიმართა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ბერაიას და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ირაკლი, პირდაპირ გეუბნები, სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე. იმისთვის, რომ ჯანსაღი ვითარება დაბრუნდეს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში, ღირსება უნდა დაბრუნდეს და უღირსი საქციელი როცა ჩაიდინე, მაშინ უნდა გეფიქრა, ვინ გექაჩებოდა ენაზე იმ საზიზღრობებს რომ აყრანტალებდი. ვერ გაგრძელდება აქ ჯანსაღი სიტუაცია, ვიდრე იქნები ჩაბღაუჭებული იმ თანამდებობას. სირცხვილია ყოველი დღე, როცა ატარებ თავდაცვის და უშიშროების პოსტზე. არ ვერჩი არცერთ კომიტეტს, ყველა კომიტეტი მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ - ამ კომიტეტში, პირველ რიგში, უნდა იყოს ღირსება, ეს არ იგრძნობა, დაკარგულია შენი უღირსი საქციელის გამო, ირაკლი ბერაიავ,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×