რეზონანსი
02.11.2023

საზოგადოებამ არაერთხელ ნახა ნიკა მელიას პოზიცია შეცვლილი. ჯერ არ შევალთო ამბობდა, მერე შევალთ. ჩამოყალიბდეს რა უნდა და მერე ვისაუბროთ. თუ მართლა აინტერესებს რას ვაკეთებთ, ჩართოს და უყუროს. თუ რამე კონკრეტული აინტერესებს დაგვირეკოს გვკითხოს, - ამის „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

„ნიკა მელიამ ჭკუა დაარიგოს ბადრი შუბლაძეს და ბაჩო დოლიძეს, ვინც მას უსმენს", - აღნიშნა კირკიტაძემ.

ნიკა მელია პარლამენტში მყოფ „ნაციონალური მოძრაობის" წვერებს საქმიანობას უწუნებს. ყოფილი თავმჯდომარე კოლეგებს 12 რეკომენდაციის, მიხეილ სააკაშვილისა და ასევე იმ უფლებების გამო აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო საპარლამენტო კომისიის შექმნა.

„ ანუ გამოდის პარლამენტში გიწევთ ერთადერთ ფუნქციის შესრულება - პარლამენტის შელამაზება ქართულ ოცნებისთვის. მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი ოცნების პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად", - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×