რეზონანსი
02.11.2023

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგას, ქალბატონ ბერბოკს, იმისთვის რომ გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ საქართველოს ევროპულ მომავალზე, გაფართოების პაკეტის მნიშვნელობაზე, ზოგადად, ევროკავშირის როლზე აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. მახარებს, რომ ვართ ამ დისკუსიების ნაწილი და ვმონაწილეობთ იმ საინტერესო განხილვებში, რომლებიც გვექნება ამ მიმართულებით, - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა ბერლინში, ევროკავშირის გაფართოებისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას გაუსვა.

„რეფორმების პროცესი არ არის ერთ ან ორწლიანი ფაზა, ეს მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას, წლებს, იმისთვის რომ ქვეყანამ სრულფასოვნად განახორციელოს რეფორმა ყველა მიმართულებით. ჩვენც წლების განმავლობაში ამ ლოგიკით ვახორციელებთ ჩვენს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს. ძალიან დიდი შრომა იყო გაწეული, იმისთვის რომ საქართველოს 12 პუნქტის მიმართულებით ხელშესახები შედეგი ჰქონოდა. ეს ნაბიჯები გადავდგით და, შესაბამისად, ვფიქრობთ ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა ქვეყანამ.

ორმხრივ ფორმატში საქართველო-ევროკავშირი დინამიკურად ვმუშაობთ და მეორე მხრივ, ჩვენს პარტნიორებთან, წევრ ქვეყნებთან ვმუშაობთ ძალიან აქტიურად და ამ შესაძლებლობასაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებს ვესაუბროთ", - აღნიშნა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×