რეზონანსი
02.11.2023

თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე „ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია, ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

მომხდარზე გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 379-ე მუხლით დაიწყო, რაც პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანისას, მსჯავრდადებულების ჯგუფურად გაქცევას გულისხმობს. მუხლი 6-იდან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„კურიერის" ინფორმაციით, გაქცეული პატიმრები გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან იყვნენ, მათგან ორი კი არასრულწლოვანია - ისინი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს. ოფიციალურად, ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არაა.

„ავერსის" კლინიკის დირექტორის, დიმიტრი ჯორბენაძის განცხადებით, პატიმრები სამკურნალო დაწესებულებაში არ შესულან და მათ მიმდებარე ტერიტორია მალევე, მას შემდეგ დატოვეს, რაც საბადრაგო სამსახურის ავტომობილი დატოვეს.

„პატიმრების გაქცევა ეზოდან მოხდა და საგამოძიებო მოქმედებები იქ მიმდინარეობდა. დაიბარეს თუ არა ვინმე დაკითხვაზე, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. მოგვმართეს თხოვნით, რომ სათვალთვალო კამერებზე წვდომა მიგვეწოდებინა მათთვის და ყველა კამერის ინფორმაცია სრულად მივაწოდეთ, რაც მათ სჭირდებოდა. ფაქტს არ შევსწრებივარ, დაცვის სამსახურმა მითხრა, რომ დავინახეთ, ეზოდან ვიღაცები გარბოდნენო. სხვა ინფორმაცია არ მაქვს", - განაცხადა დიმიტრი ჯორბენაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ნოემბერს „ავერსის" კლინიკიდან სამი პატიმარი გაიქცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×