რეზონანსი
02.11.2023

ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს ევროპელ, ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციებს, იმისთვის რომ უცხოური წყაროებიდან აღარ მოხდეს ექსტრემიზმის, პოლარიზაციის, რევოლუციის დაფინანსება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მის მოწინააღმდეგეებს არ უნდოდათ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარიყო ინფორმაცია მათი დაფინანსების შესახებ.

„სამწუხაროდ, დღეს საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია უცხოური დაფინანსების თაობაზე, მათ შორის იმის შესახებ თუ რა ფარგლებში და რა მოცემულობით ხდება ექსტრემიზმის, რევოლუციური პროცესებისა და პოლარიზაციის დაფინანსება უცხოური წყაროებიდან საქართველოში. ამ ინფორმაციის დაახლოებით 95% დახურულია საზოგადოებისთვის. გახსოვთ, ეს კანონი რომ განიხილებოდა, ატყუებდნენ ხალხს, თითქოს ეს ინფორმაცია ისედაც გამჭვირვალე იყო. სინამდვილეში, მაქსიმუმ 5%-ია გამჭვირვალე, დანარჩენი თავიდან ბოლომდე დახურულია. ეს არის შემაშფოთებელი", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა EED, რომელიც ერთ-ერთ პარტიასაც აფინანსებს, რაც კანონით არის აკრძალული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×