რეზონანსი
02.11.2023

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თანაპარტიელებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. ამ თემაზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას. თუ რადიკალური ოპოზიცია დატოვებს პარლამენტს, ეს უკეთესი იქნება პოლიტიკური პროცესების სწორი განვითარებისთვის. ასევე, კარგი იქნება, თუ ისინი არ შემოვლენ შემდეგ პარლამენტშიც, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" კვლავ წააგებს არჩევნებს. ჩვენ ყველანაირად წავახალისებთ მათ არშემოსვლას პარლამენტში. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდეს კონსოლიდირებული პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა. ამიტომ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას. ასეთი სლოგანი გვქონდა 2017 წელს: „ნაცნაკლები, მით უკეთესი". ანუ, რაც ნაკლები ნაცი იქნება პარლამენტში, მით უკეთესი ქართული პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები ასევე მიუთითებს „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ შიდა დაპირისპირებაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×