რეზონანსი
02.11.2023

საბერძნეთში ბინის გაძარცვის ფაქტზე ორი ქართველი კაცი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მძარცველები ბინაში მაშინ შეიჭრნენ, როცა მეპატრონეებს ეძინათ. მათ საცხოვრებელში შესვლა აივნიდან შეძლეს.

ქართველებმა ბინიდან ჩანთები, პასპორტები და სხვა პირადი ნივთები მოიპარეს. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დამნაშავეები კორპუსის დატოვებისას შენიშნეს და ადგილზევე დააკავეს. მათი ჩხრეკისას პოლიციელებმა დანა, სახრახნისი და მოპარული ნივთები ამოიღეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×