რეზონანსი
01.11.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის თემაზე გამართულ კონფერენციაზე შეკრებილ მაღალი დონის სტუმრებს სიტყვით მიმართა. მთავრობის მეთაურმა, ბოლო წლების განმავლობაში, პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ მაღალი დონის კონფერენციაზე, რომელიც აერთიანებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების იუსტიციის სამინისტროებს, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების, ასევე სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მიხარია, რომ თბილისი პირველად მასპინძლობს ასეთი მაღალი დონის კონფერენციას. მინდა, მადლობა გადავუხატო ბატონ რატი ბრეგაძეს ამ კონფერენციის ორგანიზებისთვის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დღევანდელი შეკრება, ვინაიდან ჩვენ, კიდევ ერთხელ, შეგვიძლია, შევაჯამოთ ამ სფეროში არსებული მიღწევები, გამოწვევები. მივესალმები ოცზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს, რომლებიც ჩამოვიდნენ თბილისში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას მონაწილეობისთვის. ძვირფასო მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ, 10 წლის წინ, საქართველოს სერიოზული გამოწვევები ედგა სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. განსაკუთრებით - ციხეებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის სახით. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იმ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში ქვეყანა რეალურად გარდაიქმნა დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანი და მისი უფლებების დაცვა არის უზენაესი. პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად, ქვეყანაში განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგია," - განაცხადა ირაკლი ღარეიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×